ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2012
მიღების თარიღი მარტი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძემ“, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (გადამცემი ანტენები, მარშრუტიზატორები, კვების უწყვეტი წყაროები, მედია კონვერტორები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი) შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძეს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
შპს “ინტერკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
||
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
-ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ განცხადება ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (გადამცემი ანტენები, მარშრუტიზატორები, კვების უწყვეტი წყაროები, მედია კონვერტორები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი) შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენის განზრახვის თაობაზე.
- ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ აბონენტთა ოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ინტერკომის“ დამფუძნებელის შესახებ.
- შპს “ინტერკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეადგინა 53074 ლარი.
ასევე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძე“ ახორციელებს აბონენტების ინტერნეტ მომსახურებას მცხეთა-მთიანეთის მხარეში, არალიცენზირებად 2.4 და 5 მგჰც სიხშირეებზე. 2012 წლის 31 იანვრის მდგომარეობით იგი ემსახურებოდა 201 აბონენტს.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ინტერკომის“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი დავით გაჩეჩილაძე (წილის 100%-ის მფლობელი).
შპს “ინტერკომს“ სახელმწიფო რეგისტრაცია გავლილი აქვს 2012 წლის 21 თებერვალს.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“, შპს “ინტერკომის“, შპს “ინტერკომის“ დამფუძნებლის დავით გაჩეჩილაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შპს “ინტერკომის“ მიერ ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძისაგან“ საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძის“ განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა ინდივიდუალური მეწარმე “დავით გაჩეჩილაძეს“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ინტერკომის“ მიერ შეძენაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
