წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ" რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 258 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–მ (14.03.2012 №6/1267-12), რომლითაც მოთხოვნილი იყო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ" კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიას,  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 4648 მჰც ± 14 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

გ) სიმძლავრე - 5 ვატამდე;

ე) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ვ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი;

ზ) მიმართულება:

ზ.ა) ცალმხრივად მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემის (5 ვატამდე სიმძლავრით) განთავსების ადგილი: ქ.ქუთაისი ზ.გამსახურდიას ქ.N13;

ზ.ბ) რადიოსარელეო ხაზის მიმღების განთავსების ადგილები: ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N22 და ჭავჭავაძის გამზირი N59/20;

თ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 19 მარტამდე;

ი) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

კ) შპს დამოუკდიებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ლ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 1,817.20 (ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 აპრილამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 მაისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ივნისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ივლისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 აგვისტომდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 სექტემბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ოქტომბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ნოემბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 დეკემბრამდე;

151.43 ლარი    -   2011 წლის 19 იანვრამდე;

151.43 ლარი    -   2011 წლის 19 თებერვლამდე

151.47 ლარი    -   2011 წლის 19 მარტამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 2 მაისი, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–სთვის გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები