წვდომის მენიუ

ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 259 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 20 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი) 2012 წლის  19 მარტის  №10/352-12 სამსახურებრივი ბარათი  და  2012  წლის 15 მარტის №58 შემოწმების აქტი თანდართული მასალით (CD, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის მოწმეების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქსეროასლები),  რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 15 მარტს, ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,აჭარა”, ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Comedy Club”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,Zoopark”, ,,ПИК”, ,,Комедия ТВ”, ,,რუსთავი 2”, ,,Viasat Explorer”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,ერთსულოვნება”, ,,Иллюзион+”, ,,Кино Плюс”, ,,TB 1000 Русское Кино”, ,,STV”, ,,Сов Сек», ,,CN2”, ,,Viasat History”, ,,EUROКИНО”, ,,TV1000 Action”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”,  ,,ტელეარხი 25”,  ,,СОЮЗ”,  ,,იმედი”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ”, ,,Наш Футбол”, ,,საქართველო” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). აღნიშნული არხებიდან, 2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, ინდმეწარმე მამუკა კალანდარიშვილს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Comedy Club”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,Zoopark”, ,,Комедия ТВ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,Иллюзион+”, ,,STV”, ,,EUROКИНО”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). 

2012 წლის 21 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  დამატებით გადაეცა  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის  21 მარტის  №10/366-12 სამსახურებრივი ბარათი ცალკეული სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებებით,  რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 20 მარტს, ინდმეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილმა” კომისიას წარმოუდგინა ხელშეკრულებები იმ სამაუწყებლო არხების, ,,Comedy TV”-ის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების თაობაზე, რომლებსაც ის ავრცელებდა თავისი საკაბელო ქსელით 2012 წლის 15 მარტს და რომლებზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში 2012 წლის 15 მარტისთვის.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები. ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელი იყო კომისიაში წარმოედგინათ აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 22 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  30 მარტს,  რის თაობაზეც ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2012 წლის 30 მარტს, კომისიის სხდომაზე, როგორც დაინტერესებული პირი, გამოცხადდა ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა,  რომ ინდმეწარმე მამუკა კალანდარიშვილი არ ახორციელებდა სატელევიზიო არხის  ,,Comedy TV”-ის საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემას. შემოწმების დროს, აღნიშნული არხის ჩვენება ხდებოდა მხოლოდ ოფისში, მორიგე ოპერატორის ტელევიზორში, ხოლო რაც შეეხება სატელევიზიო არხების რეტრანსლირების ნებართვის შესახებ ხელშეკრულებების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობას, აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ კომპანიებთან ხელშეკრულებები ფორმდებოდა ერთი თვის ვადით და მათ ვერ მოასწრეს ახალგაფორმებული ხელშეკრულებების კომისიაში წარდგენა. შესაბამისად, მან კომისიას სთხოვა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოებები და ეპატიებინათ ინდმეწარმე მამუკა კალანდარიშვილისთვის სამართალდარღვევა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 მარტის №10/352-12 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012  წლის  15 მარტის შემოწმების აქტი №58;

3. შემოწმების აქტზე დანდართული მასალები (შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის პროცესის დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ქსეროასლები);

3. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 21 მარტის №10/366-12 სამსახურებრივი ბარათი თანდართული ხელშეკრულებებით სატელევიზო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების თაობაზე;

5. კომისიის 2011 წლის 14 მარტის №04/481-11 წერილი და ამ წერილის ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საფოსტო ქვითარი №04/481-11;

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

7. კომისიის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10/378-12, 22.03.12);

8. ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 06.06.06, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.  2012 წლის 15 მარტს, 18:37 საათზე, ინდმეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” ოფისში (მის: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა №107ა), კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ.შუღლიაშვილის მიერ, მამუკა კალანდარიშვილისა და თენგიზ გაბუნიას მონაწილეობით განხორციელდა ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №58.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები ინდივიდუალური მეწარმე მამუკა კალანდარიშვილი და თენგიზ გაბუნია;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,აჭარა”, ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Comedy Club”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,Zoopark”, ,,ПИК”, ,,Комедия ТВ”, ,,რუსთავი 2”, ,,Viasat Explorer”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,ერთსულოვნება”, ,,Иллюзион+”, ,,Кино Плюс”, ,,TB 1000 Русское Кино”, ,,STV”, ,,Сов Сек», ,,CN2”, ,,Viasat History”, ,,EUROКИНО”, ,,TV1000 Action”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”,  ,,ტელეარხი 25”,  ,,СОЮЗ”,  ,,იმედი”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ”, ,,Наш Футбол”, ,,საქართველო”;

4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2012 წლის 15 მარტის №58  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად; 

5.    2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Comedy Club”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,Zoopark”, ,,Комедия ТВ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,Иллюзион+”, ,,STV”, ,,EUROКИНО”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები); 

6. 2012 წლის 20 მარტს, ინდმეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილმა” კომისიას წარმოუდგინა ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების: ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,Zoopark”, ,,Комедия ТВ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,Иллюзион+”, ,,STV”, ,,EUROКИНО”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების თაობაზე, რომლებსაც ის ავრცელებდა თავისი საკაბელო ქსელით 2012 წლის 15 მარტს და რომლებზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში 2012 წლის 15 მარტისთვის.   შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტისთვის, ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2012 წლის 15 მარტს მის მიერ გადაცემულ ყველა სამაუწყებლო არხზე,  ,,Comedy Club“-ის  გარდა, რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები;

7. კომისიის 2011 წლის 14 მარტის №04/481 წერილით, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” ჩაბარდა 2011 წლის 18 მარტს, რაც დასტურდება საფოსტო ქვითარი №644-ით, მას, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა. ასევე დაევალა, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა პაკეტში ჩასმამდე;

8. ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №289/18 გადაწყვეტილებით დაჯარიმდა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხი ,,Comedy Club”-ის შესაბამისი ხელშეკრულებისა ან/და სანებართვო წერილის  გარეშე უცველელი სახით გადაცემით ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სატელევიზიო არხების: ,,АВТО плюс”, ,,!TB”, ,,INTER+”, ,,Охота и рыбалка“, ,,RTVi”, ,,Россия К”, ,,SHANT TV”, ,,ТВ Шансон”, ,,365”, ,,THT”, ,,Индия ТВ”, ,,Zoopark”, ,,Комедия ТВ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,Иллюзион+”, ,,STV”, ,,EUROКИНО”, ,,МНОГО TV”, ,,ERA”, ,,Моя Планета”, ,,Боец ТВ”, ,,RU Music”, ,,Кухня ТВ” პაკეტში ჩასმამდე, ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების  კომისიაში  წარმოუდგენლობით დაირღვა  ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია ჯარიმა (კომისიის 2011 წლის 17 ივნისის №77/18 გადაწყვეტილება), ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის”  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი შედაგენს 340 ლარს. შესაბამისად, ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 9000 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდივიდუალურ მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხის ,,Comedy Club”-ის არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” დაჯარიმდეს 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილმა” უზრუნველყოს ჯარიმის - 9000 (ცხრა ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300693251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

3. ინდ.მეწარმემ ,,მამუკა კალანდარიშვილმა”   უზრუნველყოს  სამაუწყებლო არხის ,,Comedy Club”-ის  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) ერთი თვის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის”  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                        ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები