შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012
მიღების თარიღი მარტი 30, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2012 წლის 20 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი) 2012 წლის 19 მარტის №10/353-12 სამსახურებრივი ბარათი და 2012 წლის 15 მარტის №57 შემოწმების აქტი თანდართული მასალით (CD, აბონენტის ქვითარი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის მოწმეების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქსეროასლები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 15 მარტს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,ახალი არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,საქართველო”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Fashion TV”, ,,,,Boomerang”, ,,CN2”, ,,Наш Футбол”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,RV Music”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,ПИК”, ,,S TV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,THT”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,Zone Romantica”, ,,24 ТЕХНО”, ,,Кино Плюс”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TB 1000 Русское Кино”, ,,TV1000 Action», ,,XXI”, ,,DA VINCI’’, ,,Extrime”, ,,HCT”, ,,Zoopark” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). აღნიშნული არხებიდან, 2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,ტელეარხი 25”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Boomerang”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,STV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TV1000 Action», ,,TB 1000 Русское Кино”, ,,DA VINCI’’, ,,HCT”, ,,Zoopark” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.).
2012 წლის 21 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 21 მარტის №10/365-12 სამსახურებრივი ბარათი ცალკეული სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებებით, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 20 მარტს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა კომისიას წარმოუდგინა ხელშეკრულებები იმ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების თაობაზე, რომლებსაც ის ავრცელებდა თავისი საკაბელო ქსელით 2012 წლის 15 მარტს და რომლებზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში 2012 წლის 15 მარტისთვის. შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტისთვის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2012 წლის 15 მარტს მის მიერ გადაცემულ ყველა სამაუწყებლო არხზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082 წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 22 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის სანქცირების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; კერძოდ, კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 28 მარტს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო ქვითარი №1227), მისი წარმომადგენელი კომისიის 2012 წლის 30 მარტის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 მარტის №10/353-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 15 მარტის შემოწმების აქტი №57;
3. შემოწმების აქტის დანართები (აბონენტის ქვითრის ასლი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის პროცესის დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ქსეროასლები);
3. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 21 მარტის №10/365-12 სამსახურებრივი ბარათი თანდართული ხელშეკრულებებით სატელევიზო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების თაობაზე;
5. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
7. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. 2012 წლის 15 მარტს, 17:36 საათზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტის თ.გოგიშვილის ბინაში (მის: ქ.ბათუმი, 26 მაისის ქ.№53, ბინა №17), კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ.შუღლიაშვილის მიერ, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტის თ.გოგიშვილისა და ნ.ლაჟონიას მონაწილეობით განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUPს” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №57. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტი თ.გოგიშვილი და ნ.ლაჟონია;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,ტელეარხი 25”, ,,ახალი არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,,იმედი”, ,,აჭარა”, ,,საქართველო”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,ერთსულოვნება”, ,,მეორე საზოგადოებრივი არხი”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Fashion TV”, ,,,,Boomerang”, ,,CN2”, ,,Наш Футбол”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,RV Music”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,Россия К”, ,,ПИК”, ,,S TV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,THT”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,Zone Romantica”, ,,24 ТЕХНО”, ,,Кино Плюс”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TB 1000 Русское Кино”, ,,TV1000 Action», ,,XXI”, ,,DA VINCI’’, ,,Extrime”, ,,HCT”, ,,Zoopark”;
4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2012 წლის 15 მარტის №57 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
5. 2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,ტელეარხი 25”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Boomerang”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,STV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TV1000 Action», ,,TB 1000 Русское Кино”, ,,DA VINCI’’, ,,HCT”, ,,Zoopark” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
6. 2012 წლის 20 მარტს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა კომისიას წარმოუდგინა ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების: ,,ტელეარხი 25”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Boomerang”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,STV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TV1000 Action», ,,TB 1000 Русское Кино”, ,,DA VINCI’’, ,,HCT”, ,,Zoopark” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების თაობაზე, რომლებსაც ის ავრცელებდა თავისი საკაბელო ქსელით 2012 წლის 15 მარტს და რომლებზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში 2012 წლის 15 მარტისთვის. შესაბამისად, 2012 წლის 20 მარტისთვის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2012 წლის 15 მარტს მის მიერ გადაცემულ ყველა სამაუწყებლო არხზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება;
7. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082 წერილით, რომელიც ჩაბარდა ამავე დღეს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;
8. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: ,,ტელეარხი 25”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი - ბენკი”, ,,მზე”, ,,Music Box”, ,,НСТ”, ,,Viasat Sport“, ,,Boomerang”, ,,365”, ,,Viasat Explorer”, ,,C1”, ,,Сарафан”, ,,STV”, ,,RTVi”, ,,INTER+”, ,,ТВ Шансон”, ,,CN”, ,,Индия ТВ”, ,,! TB”, ,,Viasat History”, ,,Боец ТВ”, ,,Иллюзион +”, ,,Моя Планета”, ,,Euronews”, ,,Viasat Nature”, ,,Феникс Плюс Кино», ,,Кухня ТВ”, ,,Охота и рыбалка“, ,,TV1000 Action», ,,TB 1000 Русское Кино”, ,,DA VINCI’’, ,,HCT”, ,,Zoopark” სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა. ვინაიდან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
