საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2012
მიღების თარიღი აპრილი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 4 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 4 აპრილს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”7 არხის” დირექტორი დავით წერეთელი, რომელმაც დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მიზნით მოითხოვა ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის, 99-ე მუხლისა და 116-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა ჩატარდეს განმეორებით 2012 წლის 10 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ), გ) და დ) პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ამ გადაწყვეტილების შესეაბამისად მოდიფიცირება;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რეალკომისთვის” და შპს ”7 არხისთვის” გაგზავნა (მ.ნინუა) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
