საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2012
მიღების თარიღი აპრილი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 06 აპრილის №20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 06 აპრილის №20 სხდომის დღის წესრიგისპროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი);
ბ) მოქ. ირაკლი მოსეშვილის განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი).
2. კომისიის 2012 წლის 06 აპრილის №20 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
