წვდომის მენიუ

შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 იანვრის

ნომერი: 274 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2012

მიღების თარიღი აპრილი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №205219565) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/207-12; 20.03.12) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27  იანვრის N 86/7  გადაწყვეტილებით შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-ს მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 160  ნებართვა და მიენიჭა 154.125 მჰც, 160.000 მჰც, 155.350 მჰც და 161.350 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.  ამ გადაწყვეტილებით მინიჭებულ 154.125 მჰც, 160.000 მჰც  სიხშირეებზე  აღინიშნება მუდმივი ხელშეშლები, რის შესაბამისადაც შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-მა მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის  ქ. თბილისში მინიჭებული 154.125 მჰც, 160.000 მჰც   სიხშირეების შეცვლა 159.650 მჰც და 164.750 მჰც   სიხშირეებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  შპს  ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ კომისიის 2012 წლის 27  იანვრის № 86/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს შპს ”ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 160  ნებართვა და მიენიჭოს 159.650 მჰც, 164.750 მჰც,  155.350 მჰც და 161.350 მჰც სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2.     აღირიცხოს შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები