შპს „იგრიკასათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2012
მიღების თარიღი აპრილი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 16 მარტის №201/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”იგრიკა”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”იგრიკას”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 9,156.60 (ცხრა ათას ას ორმოცდათექვსმეტი და სამოცი ლარი) ლარის 30%-ს - 2746.98 (ორი ათას შვიდას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2000.00 (ორი ათასი) ლარი ანუ 746.98 (შვიდას ორმოცდაექვსი და ოთხმოცდათვრამეტი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”იგრიკას” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 746.98 (შვიდას ორმოცდაექვსი და ოთხმოცდათვრამეტი ლარი) ლარი და წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”იგრიკას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №47) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური), სიხშირე - 14429 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
გ) მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 4153 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
დ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის №47), სიხშირე - 14559 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 6 აპრილამდე;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ვ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ვ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 6,409.62 (ექვსი ათას ოთხას ცხრა და სამოცდაორი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 6,409.62 (ექვსი ათას ოთხას ცხრა ლარი და სამოცდაორი თეთრი)ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
562.00 ლარი - 2012 წლის 06 მაისამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 ივნისამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 ივლისამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 აგვისტომდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 სექტემბრამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 ოქტომბრამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 ნოემბრამდე;
562.00 ლარი - 2012 წლის 06 დეკემბრამდე;
562.00 ლარი - 2013 წლის 06 იანვრამდე;
562.00 ლარი - 2013 წლის 06 თებერვლამდე;
562.00 ლარი - 2013 წლის 06 მარტამდე;
227.62 ლარი - 2013 წლის 06 აპრილამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იგრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა ე) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ვ) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
