საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012
მიღების თარიღი აპრილი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 4 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად – ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 4 აპრილს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”7 არხისა” და შპს „რეალკომის“ დირექტორი დავით წერეთელი, რომელმაც დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მიზნით მოითხოვა ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება.
კომისიის 2012 წლის 4 აპრილის №262/19 გადაწყვეტილებით საკითხის განმეორებითი ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 10 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად – ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 6 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „რეალკომისა“ და შპს „7 არხის“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც კომპანიებმა მოითხოვეს შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშრული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
საკითხის განმეორებითი ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 10 აპრილს. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „რეალკომისა“ და შპს „7 არხის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით წერეთელი, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშრული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „რეალკომისა“ და შპს „7 არხის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე მუხლის და IX თავის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით კომისიის 2012 წლის 6 მარტის №185/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
