წვდომის მენიუ

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენი

ნომერი: 286 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012

მიღების თარიღი აპრილი 18, 2012

საქართველოს კომუნიაკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 16 მარტის N210/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 18 აპრილის 12 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდნენ ავტორიზებული პირების წარმომადგენლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების მონაწილეობისა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაიდოს ზეპირი მოსმენის სხდომა 2012 წლის 27 აპრილს 16:00 საათზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064-ე, 110-ე და 118-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  გადაიდოს ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით  ზეპირი მოსმენის სხდომა 2012 წლის 27 აპრილის 16:00 საათზე;

2.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                         ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები