საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012
მიღების თარიღი აპრილი 18, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.2. მთავარი სპეციალისტი - 5 – 25 – 125”;
ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.4. სპეციალისტი - 5 – 10 – 50”;
გ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5.2. მთავარი სპეციალისტი - 4 – 25 – 100”;
დ) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5.3. წამყვანი სპეციალისტი - 1 – 15 – 15”;
ე) ამოღებულ იქნეს № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.4. ქვეპუნქტი;
ვ) № 2 დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”8. ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტი”;
ზ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”8.3. წამყვანი სპეციალისტი - 1 – 15 – 15”;
თ) № 2 დანართის მე-8 პუნქტს დაემატოს 8.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”8.4. სპეციალისტი - 1 – 10 – 10”;
ი) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების ჯამი განისაზღვროს - 785.00-ით;
კ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1.540.00-ით;
2. დამტკიცდეს კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა თანდართული ფორმით (დანართი 1);
3. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №2);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
