წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 288 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე–2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4  ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     ამოღებულ იქნეს კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-13 საკითხი (სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–12 (შპს „ივერია ინტერმედიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) და მე-15 (კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ) საკითხების განხილვა, ხმის მიცემის უფლების მქონე კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო მ/წ. 27 აპრილის სხდომაზე;

3. კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ბ) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი);

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

4. კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №23 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს კორექტირებული სახით (თან ერთვის);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე   

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

                                  კომისიის წევრი         

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები