წვდომის მენიუ

მოქალაქე გიორგი მარსაგიშვილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 290 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/106-12, 27.01.2012) მიმართა მოქალაქე გიორგი მარსაგიშვილმა (მცხ. ქ. რუსთავი, მე-15 მ/რ, მე-13 კორპუსი, ბინა 94; პირადი № 35001104813) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მარტს კომისიამ წერილობით მიმართა განმცხადებელს 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ მინიჭებული სახმობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, რაც განმცხადებელს არ წარმოუდგენია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     განუხილველად დარჩეს მოქალაქე გიორგი მარსაგიშვილის   განცხადება  (№ 9/106-12, 27.01.2012)  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე გიორგი მარსაგიშვილისთვის   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები