წვდომის მენიუ

შპს “აჭარა +”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 12 ნოემბრის № 604/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შე

ნომერი: 291 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  ”აჭარა +”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №205090890) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/116-12; 22.02.12) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის N 604/7 გადაწყვეტილებით შპს ”აჭარა +”-ს მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 81  ნებართვა და მიენიჭა 156.275 მჰც და 161.625 მჰც  სიხშირეები ქ.თბილისში, ერთი წლის ვადით.  მინიჭებულ სიხშირეებზე  აღინიშნება მუდმივი ხელშეშლები, რის შესაბამისადაც შპს ”აჭარა +”-მა მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია შპს ”აჭარა +”-სთვის  ქ. თბილისში მინიჭებული 156.275მჰც და 161.625მჰც სიხშირეების შეცვლა 167.175მჰც და 172.325მჰც   სიხშირეებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება შპს ”აჭარა +”-სთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის  № 604/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს შპს  ”აჭარა +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 81 ნებართვა და მიენიჭოს 167.175  მჰც და 172.325  მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2.     აღირიცხოს  შპს ”აჭარა +”-სთვის  ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”აჭარა +”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები