შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012
მიღების თარიღი იანვარი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 დეკემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5390-11) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სპორტული ღონისძიების და რიგი დოკუმენტური ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობენ სატელევიზიო ჩვენების არაექსკლიუზიურ უფლებას შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სპორტული ღონისძიების და დოკუმენტური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ 2011 წლის 16 დეკემბერის №6/5390-11 განცხადებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და World Wide Entertainment Production & Sales PTY Ltd-ს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–01.12.2012) დოკუმენტური ფილმების – Fame, Pain Behind the Fame, Fashion Memories, Flaunt, LA Controversial, Plimsolls and Platforms, Deluxe, Desire, Diana: Everlasting, Kylie Minogue: Evolution of a Pop Princess, Angelina Jolie: Skin Deep, Madonna Crystalize, Queen Elizabeth 2: Reign Supreme, The Kennedy Legacy, Zinedine Zidane: Zizou the Great, Ayrton Senna: Unauthorized and complete, Wellbeing A to Z, Cultural Flavours, beyond Stardom - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ;
ბ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და UFA Sports GmbH-ს შორის 2011 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (29.11.2011–01.07.2012) ევროლიგის მატჩების კალათბურთში საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებებში ასახული სპორტული ღონისძიებისა და დოკუმენტური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ, კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 16 დეკემბრის (№6/5390-11) განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2011 წლის 16 დეკემბრის №6/5390-11 განცხადება ნაწილობრივ:
ა) ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და World Wide Entertainment Production & Sales PTY Ltd-ს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–01.12.2012) დოკუმენტური ფილმების – Fame, Pain Behind the Fame, Fashion Memories, Flaunt, LA Controversial, Plimsolls and Platforms, Deluxe, Desire, Diana: Everlasting, Kylie Minogue: Evolution of a Pop Princess, Angelina Jolie: Skin Deep, Madonna Crystalize, Queen Elizabeth 2: Reign Supreme, The Kennedy Legacy, Zinedine Zidane: Zizou the Great, Ayrton Senna: Unauthorized and complete, Wllbeing A to Z, Cultural Flavours, beyond Stardom - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული დოკუმენტური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და UFA Sports GmbH-ს შორის 2011 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (29.11.2011–01.07.2012) ევროლიგის მატჩების კალათბურთში საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული ევროლიგის მატჩების კალათბურთში საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან თუ იგი დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
