წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან”, შპს „სკაი სერვისთან“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის მოქმედი ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 302 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2012

მიღების თარიღი აპრილი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (23.03.2012 N6/1584-12; N6/1585-12; N1582-12) მომართა შპს ,,მობიტელმა“ და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან”, შპს „სკაი სერვისთან“ და შპს „კავკასიის ცირფულ ქსელთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ კომპანიებს შპს „მობიტელის“ მიმართ ერიცხებათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ განცხადებების საფუძველზე კომისიაში დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან”, შპს „სკაი სერვისთან“ და შპს „კავკასიის ცირფულ ქსელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 20 აპრილს 16 საათზე, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მობიტელს” (11.04.2012 N03/910-12), შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” (11.04.2012 N03/908-12), შპს „სკაი სერვისს“ (11.04.2012 N03/911-12) და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ (11.04.2012 N03/909-12). კომპანიებს ასევე შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნათ შპს ,,მობიტელის” განცხადებებისა და თანდართულ დოკუმენტაციის ასლები და ეთხოვათ შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 18 აპრილამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 20 აპრილს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. შპს „მობიტელის“ განცხადებები (23.03.2012 N6/1584-12; N6/1585-12; N1582-12; 03.04.2012 N6/1707-12);

2.  შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“, შპს „სკაი სერვისთან“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“;

3. შპს „მობიტელის“ მიერ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ გაგზავნილი წერილი 02.02.2012 N91/1 და დავალიანების დადასტურების დოკუმენტი ხელმოწერილი შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ წარმომადგენლის მიერ;

4. შპს „მობიტელის“ მიერ შპს „სკაი სერვისთან“ გაგზავნილი წერილები 27.10.2011 N614/11 და 02.02.2012 N97/1 და დავალიანების დადასტურების დოკუმენტი ხელმოწერილი შპს „სკაი სერვისის“ წარმომადგენლის მიერ;

5.  შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ გაგზავნილი წერილი 02.02.2012 N98/1 და დავალიანების დადასტურების დოკუმენტი ხელმოწერილი შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლის მიერ;

6. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შუამდგომლობა (20.04.2011 N6/2060-12);

7. კომისიის სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

8. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

9. ამონაწერები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. შპს ,,მობიტელსა” და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2009 წლის 15 ივლისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი; 

2. შპს ,,მობიტელმა” 2012 წლის 2 თებერვალს წერილით N91/2 მიმართა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას”, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების ნაშთი. კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 14 თებერვლით და რომელსაც შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მხრიდან ხელს აწერს გენერალური დირექტორი გადი შვარცი, ირკევა, რომ შპს „ალექს დეველოპმენტს ჯორჯიას“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 49,059.10 (ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით;

3. შპს ,,მობიტელსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2010 წლის 8 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი;

 4. შპს ,,მობიტელმა” 2012 წლის 2 თებერვალს წერილით N97/2 მიმართა შპს ,,სკაი სერვისს”, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების ნაშთი. კომისიაში წარმოდგენილი დოკუმეტის შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 20 თებერვლით და რომელსაც ხელს აწერს შპს ,,სკაი სერვისის” წარმომადგენელი ირკვევა, რომ შპს „სკაი სერვისს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 199,842.58 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცაორი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ოდენობით;

5. შპს ,,მობიტელსა” და შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2007 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეების მიერ სადაო არ გამხდარა ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი;

 6. შპს ,,მობიტელმა” 2012 წლის 2 თებერვალს წერილით N98/2 მიმართა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს”, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების ნაშთი. კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 20 თებერვლით და რომელსაც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” მხრიდან ხელს აწერს კომპანიის ბუღალტერი მარიამ გიორგობიანი, ირკვევა, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 90,885.68 (ოთხმოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ოდენობით;

7. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „სკაი სერვისის“ წარმომადგენელი.  კომპანიას ჩაბარდა კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინება საკითხის განხილვის თაობაზე 2012 წლის 17 აპრილს, რასაც ადასტურებს შპს „სმარტექსისგან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N1358;

8. კომისიის სხდომაზე შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დაადასტურა შპს „მობიტელის“ მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი და განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით.

9. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ახორციელებს შემოწებას და კომპანიის მთელი ძალები მიმართულია შემოსავლების სამსახურისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე, რაც აბრკოლებს კომისიაში, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენას.

კომისიამ განიხილა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლის მიერ, კომისიის სხდომაზე აღიარებულ იქნა შპს „მობიტელის“ მიმართ არსებული დავალიანების ფაქტი და ამავე დროს, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლის მიერ სადაო არ გამხდარა შპს „მობიტელის“ მიმართ არსებული დავალაინების ოდენობა, კერძოდ, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 90,885.68 (ოთხმოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით. ამავე დროს, კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენეს ჰქონდა შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა;

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. გამომდინარე იქიდან, რომ

ა)  შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 49,059.10 (ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით;

ბ) შპს „სკაი სერვისს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 199,842.58 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცაორი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით;

გ) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 90,885.68 (ოთხმოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით;

კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სკაი სერვისს“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ უნდა მიეცეს ვადა 10 კალენდარული დღის ოდენობით, შპს „მობიტელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების დაფარვის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანიების მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდება დავალაინების დაფარვა,  შპს ,,მობიტელს” უნდა მიეცეს თანხმობა შეაჩეროს შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“, შპს „სკაი სერვისთან“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 49,059.10 (ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი)  ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 კალენდარული  დღის ოდენობით;

2. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,მობიტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. შპს „სკაი სერვისს“, შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 199,842.58 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცაორი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი)  ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 კალენდარული  დღის ოდენობით;

4. შპს ,,სკაი სერვისის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე–3 პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,მობიტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

5. არ დაკმაყოფილდეს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე;

6. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 90,885.68 (ოთხმოცდაათი ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდარვა თეთრი)  ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 კალენდარული  დღის ოდენობით;

7. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე–5 პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,მობიტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე, აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის”, შპს „სკაი სერვისისთვის“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ და შპს ,,მობიტელისთვის” გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის”, შპს „სკაი სერვისისთვის“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ და შპს ,,მობიტელისთვის”  ჩაბარების დღიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

11.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები