წვდომის მენიუ

შპს ”ქოლ ცენტრისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ

ნომერი: 31 / 15

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2012

მიღების თარიღი იანვარი 10, 2012

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.12.2011 №7/899-11) მიმართა შპს ”ქოლ ცენტრმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების  მინიჭების მოთხოვნით.

       შპს ”ქოლცენტრს” ნუმერაციის რესურსები ესაჭიროება მოქალაქეთათვის, რომელთაც სურთ თბილისში გერმანიის, საბერძნეთის, საფრანგეთის და იტალიის საკონსულოებთან დაკავშირება საინფორმაციო-სარეგისტრაციო მომსახურების (მოქალაქეთა საკონსულოებში რეგისტრაცია; საკონსულოს მუშაობის დღისა და სამუშაო საათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა. შ.) გაწევის მიზნით.  აღნიშნულ ნუმერაციის რესურსებზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი.

   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების  №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის,  არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 900 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

 კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ შპს  ”ქოლ ცენტრი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ქოლ ცენტრის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს  ნუმერაციის რესურსები:   900 007 001, 900 007 030, 900 007 033 და 900 007 039   ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, შპს ”ქოლ ცენტრს”    ნუმერაციის რესურსები - 900 007 001, 900 007 030, 900 007 033 და 900 007 039 (ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული-ერთი, ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-შვიდი-ნული-სამი-ნული, ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-შვიდი-ნული-სამი-სამი და ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-შვიდი-ნული-სამი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2012 წლის 10 იანვრიდან,  2013 წლის  10 იანვრამდე;

2. შპს ”ქოლ ცენტრი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს ”ქოლ ცენტრის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში  შპს ”ქოლ ცენტრს”   არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ქოლ ცენტრისთვის”    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები