წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 310 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი აპრილი 27, 2012

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს,რომ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” რეგისტრირებული ქ.თბილისში მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ №4/4-1171,  25.06.1997) კომისიას მიმართა განცხადებით №908/09, 23.02.12, (რეგისტრირებული №7/119-12, 23.02.12), ქ.თბილისის,  ქ.რუსთავის  და ქ.მცხეთის  ტერიტორიებზე

განლაგებული წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მიღების მიზნით, 868,3მჰც სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.    

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”   სიხშირე  868,3მჰც ± 0.3მჰც  (ზოლის სიგანით 0.6მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 მვტ., შერჩეულ იქნა CEPT-ის (კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში ევროპის კონფერენცია) რეკომენდაციით (ERC/REC 70-03. Annex 1) განსაზღვრული სიხშირის ზოლის (868.000მჰც ÷ 868.600მჰც) ფარგლებში (დიაპაზონი g1).

      კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე 868,3მჰც ± 0.3მჰც  (ზოლის სიგანით 0.6მჰც)   შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გამოყენებული   უნდა  იქნას   დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით, ქ.თბილისის,  ქ.რუსთავის  და ქ.მცხეთის    ტერიტორიებზე განლაგებული წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მიღების  მიზნით   და ამავე დროს არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

      ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”  წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს   შპს   ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”   რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის

№ F237 ­­ნებართვა და მიენიჭოს სიხშირე 868,3მჰც ± 0.3მჰც  (ზოლის სიგანით 0.6მჰც), გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 25 მილივატისა ერთი წლის ვადით,  ქ.თბილისის,  ქ.რუსთავის  და ქ.მცხეთის  ტერიტორიებზე  განლაგებული წყლის მრიცხველებიდან ტელემეტრული ინფორმაციის მისაღებად არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  შპს   ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”   მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირე გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს შპს   ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”   გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”    სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”   ჩაბარებისთანავე.                                                                                                         

   კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი.ჩიქოვანი

   კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

   კომისიის    წევრი                                                                                     კ.კვიტაიშვილი

   კომისიის    წევრი                                                                                     ა.სიხარულიძე

   კომისიის    წევრი                                                                                     ი.მოსეშვილი                                                                          

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები