წვდომის მენიუ

შპს “ TV - გორის“ 100% წილის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 321 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი აპრილი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის 29 მარტს  კომისიაში დარეგისტრირებული №6/1650-12 წერილით მიმართა შპს “TV-გორმა“, შპს “TV-გორის“ წილის 25%-ის მფლობელის როინ ეფრემიძის, 25%-ის წილის მფლობელის გიორგი კაკუბერის, 25%-ის წილის მფლობელის გივი სამადალაშვილის და 25%-ის წილის მფლობელის ილია კუბეციას, ანუ სულ შპს “TV-გორის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “TV-გორს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “TV-გორის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს “TV-გორის“ წერილი, დარეგისტრირებული კომისიაში №6/1650-12, 29.03.2012,  შპს “TV-გორის“ წილის 25%-ის მფლობელის როინ ეფრემიძის, 25%-ის წილის მფლობელის გიორგი კაკუბერის, 25%-ის წილის მფლობელის გივი სამადალაშვილის და 25%-ის წილის მფლობელის ილია კუბეციას, სულ შპს “TV-გორის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია  შპს “TV-გორის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “TV-გორის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “TV-გორის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “TV-გორის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს “TV-გორის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “TV-გორის“ დამფუძნებლები არიან  ფიზიკური პირი როინ ეფრემიძე (წილის 25%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი გიორგი კაკუბერი (წილის 25%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი გივი სამადალაშვილის (წილის  25%-ის მფლობელი); ფიზიკური პირი ილია კუბეცია (წილის 25%-ის მფლობელი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “TV-გორის“, შპს “TV-გორის“ დამფუძნებლების: გიორგი კაკუბერის, გივი სამადალაშვილის, ილია კუბეციას, აგრეთვე ფიზიკური პირის  სერაფიონ ნოზაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება; რაც შეეხება შპს “TV-გორის“ წილის 25%-ის მფლობელ როინ ეფრემიძეს, იგი ავტორიზებულ პირ შპს “GTC ინტერნაციონალში“ ფლობს წილის 10%-ს.

შპს “GTC ინტერნაციონალს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

 შპს “GTC ინტერნაციონალი“ 2007 წლიდან არ ფუნქციონირებს და აღნიშნული პერიოდიდან კომისიაში წარადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ნულოვან დეკლარაციას.

შპს  “TV-გორის“ მიერ  წარმოდგენილი მონაცემებისა და კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს  “TV-გორის“ აბონენტების რაოდენობამ 2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 414 აბონენტი.

ასევე, შპს  “TV-გორის“ მიერ  წარმოდგენილი მონაცემებისა და კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს  “TV-გორის“ შემოსავლებმა საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან 2011 წლის განმავლობაში შეადგინა 42721 ლარი, 2012 წლის იანვრის თვეში - 3272 ლარი, 2012 წლის თებერვლის თვეში - 3336 ლარი. მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს ტელემაუწყებლობის ტრანზიტი, რომელსაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ქალაქ გორში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ინფორმაციის, ასევე კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების საფუძველზე  დგინდება, რომ  ქ. გორში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტთა ოდენობის მიხედვით,  შპს  “TV-გორის“ ხვედრითი წილი შეადგენს  43%-ს, ხოლო შემოსავლების მიხედვით ხვედრითი წილი შეადგენს - 49 %-ს.

            წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შპს “TV-გორის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ შეძენის შემდეგ  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “TV-გორის“ 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “TV-გორის“  წილის 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “TV-გორს“, შპს “TV-გორის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის სერაფიონ ნოზაძის  მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

      კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი ჩიქოვანი

      კომისიის წევრი                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

      კომისიის წევრი                                                                     კარლო კვიტაიშვილი 

      კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

      კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები