წვდომის მენიუ

შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 323 / 4

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2012

მიღების თარიღი აპრილი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს „ივერია ინტერმედიამ“ (08.11.2011 №7/547-11) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ/რ, 1 კვ. 3ა კორპუსი) - დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;

ა.ბ) 10191 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2021 წლის 6 იანვრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2012 წლის 6 იანვრამდე;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 თებერვლამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 მარტამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 აპრილამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 მაისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 ივნისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 ივლისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 აგვისტომდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 სექტემბრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 ოქტომბრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 ნოემბრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 06 დეკემბრამდე;

235.04 ლარი    -   2012 წლის 06 იანვრამდე.

კომისიამ, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 30 იანვრის №10/147-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ სრულად არის შესრულებული კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისიის 2012 წლის 6 მარტის №186/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 4 აპრილს, 16:00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 4 აპრილს. ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ივერია ინტერმედიას“ წარმომადგენელი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ასევე IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზია;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები