წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემ

ნომერი: 324 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012

მიღების თარიღი აპრილი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (27/12/2011, №7/969-11; N7/969-11) მიმართა ფიზიკურმა პირმა ვლადიმერ შენგელაიამ საკაბელო ქსელის და ტელე სამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის თაობაზე. კერძოდ, მოქალაქე ვლადიმერ შენგელაია ითხოვს:

ა) ტელე სამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი;

ბ) საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გელგრაფიული ზონა - საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაციები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული, ასევე არ იყო წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიამ  ფიზიკურ პირ  ვლადიმერ შენგელაიას  განცხადებებზე 2012 წლის 26 იანვარს და 2012 წლის 22 თებერვალს დაუდგინა ხარვეზები, რომლებიც მის მიერ აღმოფხვრილ იქნა.

ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საკაბელო ქსელის და ტელე სამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიების მიღების თაობაზე ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.      ლიცენზიის მაძიებლის განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.      სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის (ჯამში 4000 ლარი);

3.      სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.      შესაბამისობის დეკლარაცია.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა - ლიცენზიის გაცემიდან 4 თვე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 6 მარტის N187/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 4 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი და კომისიის წევრები სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდა მოქალაქე ვლადიმერ შენგელაია. ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის გამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის მიერ ლიცენზიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 20 აპრილი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 20 აპრილის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი. სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით 2012 წლის 4 აპრილს ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიის წევრებს კარლო კვიტაიშვილს და აკაკი სიხარულიძეს არ ჰქონდათ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება და გამომდინარე იქიდან, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომისია, გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო კომისია შედგება 5 წევრისგან, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული კომისიის სათანადო შემადგენლობის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და კომისიის 2012 წლის 20 აპრილის N288/17 გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო 2012 წლის 27 აპრილის 16:00 საათისთვის. კომისიის 2012 წლის 27 აპრილის სხდომას ესწრებოდა კომისიის ის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ზეპირი მოსმენის სხდომაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468  გადაწყვეტილების შესაბამისად  არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის  ლიცენზირების ვალდებულებას და ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის განხორციელება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ   უნდა შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. ამასთან, დაინტერესებულ პირს - ვლადიმერ შენგელაიას უნდა განემარტოს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაიას მიერ  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე დროს, ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიასთვის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 371-ე, 38-ე 41–ე მუხლების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის N4/1/468 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიასთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

2. განემარტოს ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიას, რომ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობა აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას;

3. მიეცეს ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიას კერძო  მაუწყებლობის №B125 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;

4. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;

5. ფიზიკური პირი ვლადიმერ შენგელაია ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 4 თვის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,   მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია, დეკლარაციის მონაცემებში ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიასთვის  გაგზავნა (მ.ნინუა);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ფიზიკურ პირ ვლადიმერ შენგელაიასთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 და მე–4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე–4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                            ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები