რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2012
მიღების თარიღი მაისი 01, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 მარტის №229/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11594 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) – ქ. გორში ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ სტუდიამდე (ქ. გორი, ამილახვრის ქ. №26); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,198.80 (ერთი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 16 აპრილი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2012 წლის 1 მაისი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 60.00 (სამოცი ლარი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ტელეკომპანია ”დიამ“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2012 წლის 1 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ტელეკომპანია ”დიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი კალატოზიშვილი.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ტელეკომპანია ”დიას“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი კალატოზიშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 1,198.80 (ერთი ათას ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 60.00 (სამოცი ლარი) ლარის საერთო ოდენობის - 1,258.80 (ერთი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ტელეკომპანია „დია“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 23 მარტის №229/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,258.80 (ერთი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია „დიამ“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 377.64 (სამას სამოცდაჩვიდმეტ ლარს და სამოცდაოთხ თეთრს) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 119.88 (ას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარი ანუ 257.76 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2012 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300433402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 881.16 (რვაას ოთხმოცდაერთი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”დიასთვის“ ჩაბარებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
