საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2012
მიღების თარიღი მაისი 01, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 01 მაისის №27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 01 მაისის №27 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–3 საკითხის (შპს „მობიტელისთვის“ შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის მოქმედი ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ) განხილვა მ/წლის 08 მაისს, 16:00 სთ-ზე, შპს „მაიფონის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო;
2. კომისიის 2012 წლის 01 მაისის №27 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”რეალკომის” 100% წლის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).
3. კომისიის 2012 წლის 01 მაისის №27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
