შპს “რეალკომის“ 100% წილის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2012
მიღების თარიღი მაისი 01, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 25 აპრილს კომისიაში დარეგისტრირებული №6/2154-12 წერილით მიმართა შპს “რეალკომმა“, შპს “რეალკომის“ წილის 49%-ის მფლობელის დავით წერეთლის და 51%-ის წილის მფლობელის ჯონდო გიგანის, ანუ სულ შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს “რეალკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
სხვა |
|
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
|
მონაცემთა გადაცემა |
|
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
B.M.2 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
მულტიმედიური მომსახურება |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა). |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “რეალკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “რეალკომის“ წერილი, დარეგისტრირებული კომისიაში №6/2154-12, 25.04.2012, შპს “რეალკომის“ წილის 49%-ის მფლობელის დავით წერეთლის და 51%-ის წილის მფლობელის ჯონდო გიგანის, სულ შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “რეალკომის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “რეალკომის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “რეალკომის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “რეალკომის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების
შესახებ;
- შპს “რეალკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “რეალკომის“ დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი დავით წერეთელი (წილის 49%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ჯონდო გიგანი (წილის 51%-ის მფლობელი).
წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “რეალკომის“ წილის 49%-ის მფლობელი დავით წერეთელი ფლობს ავტორიზებულ პირ შპს “სპიდლაინის“ წილის 34%-ს, ასევე ავტორიზებულ პირ შპს “7 არხის“ - 49%-ს; ხოლო შპს “რეალკომის“ წილის 51%-ის მფლობელი ჯონდო გიგანი ფლობს ავტორიზებულ პირ შპს “7 არხის“ წილის 51%-ს;
შპს “7 არხს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
შპს “სპიდლაინს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება. |
შპს “სპიდლაინი“ რეგისტრირებულია 2011 წლის 10 ნოემბერს. შპს “სპიდლაინს“ 2012 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში კომისიაში წარდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.
შპს “რეალკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “რეალკომს“ ჰყავს ერთი მომხმარებელი შპს “7 არხის“ სახით, რომელსაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უწევს ტექნიკურ მომსახურებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების 2012 წლის მარტის თვის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში შპს “7 არხის“ აბონენტების რაოდენობა 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 5674 აბონენტს, ხოლო შემოსავალი 2012 წლის პირველ კვარტალში - 158,545 ლარს. შესაბამისად, ქ. თბილისში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტთა ოდენობის მიხედვით, შპს “7 არხის“ ხვედრითი წილია 3,7%, ხოლო შემოსავლების მიხედვით - 2,4%. შპს “რეალკომს“ ჰყავს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და თვეში შემოსავალი შეადგენს 500 ლარს.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შპს “რეალკომი“ აღარ იქნება შპს “7 არხთან“ და შპს “სპიდლაინთან“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირი. აქედან გამომდინარე, შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე უარყოფით გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “რეალკომს“, შპს “რეალკომის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ზურაბ ძიძიგურის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
