შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 330 / 4

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2012

მიღების თარიღი მაისი 02, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–მ (14.03.2012 №6/1267-12), რომლითაც მოითხოვა მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ" კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიას,  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 4648 მჰც ± 14 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;

გ) სიმძლავრე - 5 ვატამდე;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი;

ვ) მიმართულება:

ვ.ა) ცალმხრივად მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემის (5 ვატამდე სიმძლავრით) განთავსების ადგილი: ქ.ქუთაისი ზ.გამსახურდიას ქ.N13;

ვ.ბ) რადიოსარელეო ხაზის მიმღების განთავსების ადგილები: ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N22 და ჭავჭავაძის გამზირი N59/20;

ზ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 19 მარტამდე;

თ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ი) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

კ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 1,817.20 (ერთი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 აპრილამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 მაისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ივნისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ივლისამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 აგვისტომდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 სექტემბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ოქტომბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 ნოემბრამდე;

151.43 ლარი    -   2010 წლის 19 დეკემბრამდე;

151.43 ლარი    -   2011 წლის 19 იანვრამდე;

151.43 ლარი    -   2011 წლის 19 თებერვლამდე

151.47 ლარი    -   2011 წლის 19 მარტამდე;

კომისიამ, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 15 მარტის №10/345-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს მიერ სრულად არის შესრულებული კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება; კერძოდ, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – 1,817.20 (ერთი ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისიის 2012 წლის 30 მარტის №258/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 2 მაისს, 16:00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 2 მაისს. ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს წარმომადგენელი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–ს განცხადება და შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 19 მარტის №138/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვ"–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზია;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა-ტვსთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები