წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 332 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012

მიღების თარიღი მაისი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 04 მაისის №29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს  კომისიის 2012 წლის 04 მაისის №29 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–9 საკითხის (შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ) განხილვა მ/წ 18 მაისს, 16:00 სთ–ზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მიზნით;

2. კომისიის 2012 წლის 04 მაისის №29 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის  ბიუჯეტის  მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე);

3. კომისიის 2012 წლის 04 მაისის №29 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები