შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012
მიღების თარიღი მაისი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრირებული №7/280-12, 24.04.12), ქ.ბორჯომში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან (ფიროსმანის ქ. №5) სატელევიზიო გადამცემამდე (გომნას მთა), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 6გჰც ÷ 7გჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B41 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 31.12.2021) კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და სალიცენზიო პირობების შესაბამისად ახორციელებს ტელემაუწყებლობას ქ.ბორჯომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-7 სატელევიზიო არხზე, 50 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომს” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B41 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ. №5-ში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, გომნას მთაზე განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.
კომისიის მიერ, შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის ქ. №5), სატელევიზიო გადამცემამდე (გომნას მთა) მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მოთხოვნილ (6გჰც ÷ 7გჰც) სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 6239მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია, სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის ქ. №5), სატელევიზიო გადამცემამდე (გომნას მთა) მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად,
ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომს” რადიოსიხშირე, 6239მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის ქ. №5), სატელევიზიო გადამცემამდე (გომნას მთა) მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B41 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);
2. აღირიცხოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი