წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 338 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012

მიღების თარიღი მაისი 04, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიამ” კომისიას  მიმართა  განცხადებით (რეგისტრირებული №7/284-12,  26.04.12), ქ.ოზურგეთში მდებარე  სატელევიზიო სტუდიიდან (აღმაშენებლის ქ. №120) სატელევიზიო გადამცემამდე (სოფ.ჯუმათი), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 10გჰც ÷ 11გჰც სიხშირულ დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ  შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურია”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B22 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ.ოზურგეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე  21-ე სატელევიზიო არხზე,  100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია ”გურიას” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B22 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ოზურგეთში,  აღმაშენებლის  ქ. №120-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, სოფ. ჯუმათში განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ოზურგეთი, აღმაშენებლის  ქ. №120),  სატელევიზიო გადამცემამდე  (სოფ, ჯუმათი) მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  მოთხოვნილ (10გჰც ÷ 11გჰც)  სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 10525მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია,  სტუდიიდან (ქ.ოზურგეთი, აღმაშენებლის ქ. №120),   სატელევიზიო გადამცემამდე  (სოფ.ჯუმათი)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო  ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

 ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია ”გურიას”  რადიოსიხშირე,  10525მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ოზურგეთი, აღმაშენებლის  ქ. №120),    სატელევიზიო გადამცემამდე  (სოფ.ჯუმათი)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B22 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);

2.  აღირიცხოს შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ”გურიისთვის” ჩაბარებისთანავე.

კომისიის     წევრი                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                    კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                    ი.მოსეშვილი             

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები