წვდომის მენიუ

შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 339 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012

მიღების თარიღი მაისი 04, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ” კომისიას  მიმართა  განცხადებით (რეგისტრირებული №7/272-12, 23.04.12), ქ.ფოთში მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან (მშვიდობის ქ. №4) სატელევიზიო გადამცემამდე (ქ.ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება) რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 3გჰც ÷ 4გჰც სიხშირულ დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B27 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ.ფოთში, 35-ე სატელევიზიო არხზე,  10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B27 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ფოთში, მშვიდობის  ქ. №4-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, ქ.ფოთში (მეშვიდე კილომეტრის დასახლება) განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ფოთი, მშვიდობის ქ. №4),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  მოთხოვნილ (3გჰც ÷ 4გჰც)  სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 3650მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია,  სტუდიიდან (ქ.ფოთი, მშვიდობის ქ. №4) სატელევიზიო  გადამცემამდე   (ქ.ფოთი,  მეშვიდე  კილომეტრის  დასახლება)  მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო  ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას”  რადიოსიხშირე,  3650მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ფოთი, მშვიდობის ქ. №4),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B27 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);

2.  აღირიცხოს შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის     წევრი                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                    კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                    ი.მოსეშვილი              

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები