წვდომის მენიუ

სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 34 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2012

მიღების თარიღი იანვარი 13, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა” ( რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის  ქ. ფოთის რეგიონული ცენტრის მიერ №215082764, 26.02.1996) კომისიას მიმართა განცხადებით №256, 06.11.11, (რეგისტრირებული № 3/127-11, 06.12.11), საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივების და  რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის, UHF და VHF დიაპაზონებში ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

      კომისია აღნიშნავს, რომ  სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის” შერჩეული და შეთანხმებული სიხშირები: 460.500მჰც±12.5კჰც; 460.525მჰც±12.5კჰც; 460.550მჰც±12.5კჰც; 460.575მჰც±12.5კჰც; 460.600მჰც±12.5კჰც და 169.225მჰც±12.5კჰც,  გათვალისწინებულია საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივებიდან ტელემეტრული ინფორმაციის გადასაცემად და გეოდეზიური ხელსაწყოების რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის  და გამოყენებული იქნება მხილოდ   სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

   ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ  სსიპ  ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (3000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 1. მიეცეს სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს”  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის №F­­145 ნებართვა და მიენიჭოს 460.500მჰც±12.5კჰც; 460.525მჰც±12.5კჰც; 460.550მჰც±12.5კჰც; 460.575მჰც±12.5კჰც;  460.600მჰც±12.5კჰც და 169.225მჰც±12.5კჰც,   სიხშირეები ერთი წლის ვადით, საზღვაო მეტეოროლოგიური ტივტივებიდან ტელემეტრული ინფორმაციის გადასაცემად და გეოდეზიური ხელსაწყოების რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის”  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის”  ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს”  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

        კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი.ჩიქოვანი       

        კომისიის    წევრი                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

        კომისიის    წევრი                                                                                         კ.კვიტაიშვილი

        კომისიის    წევრი                                                                                          ა.სიხარულიძე

        კომისიის    წევრი                                                                                          ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები