წვდომის მენიუ

შპს ,,ინტელ ფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე შპს ,,ჯეოსელის” განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 341 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2012

მიღების თარიღი მაისი 04, 2012

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

2012 წლის 27 აპრილს, შპს ,,ჯეოსელმა” განცხადებით (№2/118-12; 27.04.12.)  მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია”) და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, იმ საფუძვლით, რომ მასსა და შპს ,,ინტელ ფონს” შორის 2009 წლის 19 ივნისიდან დღემდე მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ინტელ ფონს” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენს 5 456.94  ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად შპს ,,ჯეოსელმა” კომისიაში წარმოადგინა მასსა და შპს ,,ინტელ ფონს” შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, დავალიანების აღიარების თაობაზე.

2012 წლის 1 მაისს, შპს ,,ჯეოსელის” განცხადების (№2/118-12; 27.04.12.)  განხილვის მიზნით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 4 მაისს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,ინტელ ფონს”.  ამ უკანასკნელს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  შეტყობინებასთან ერთად გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის”  განცხადება თანდართული დოკუმენტით და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

2012 წლის 4 მაისს,  კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს ,,ინტელ ფონმა” დაფარა მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯეოსელის” მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება, შპს ,,ჯეოსელი” უარს აცხადებს განცხადებაზე და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ჯეოსელმა” უარი განაცხადა განცხადებაზე და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  დაკმაყოფილდეს შპს ,,ჯეოსელის” შუამდგომლობა და შეწყდეს  შპს ,,ინტელ ფონთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე  კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე შპს ,,ჯეოსელის” განცხადების  საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის,  42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს შპს ,,ჯეოსელის” განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,ინტელ ფონთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე  კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე,  შპს ,,ჯეოსელის” მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების  შპს ,,ჯეოსელისთვის” და შპს ,,ინტელ ფონისთვის” გაგზავნა;

3.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები