საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2012
მიღების თარიღი მაისი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2011 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 6,045,000.00 ლარისა (645,000.00 ლარის-სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 7,341,696.12 ლარი (ანგარიში თან ერთვის, დანართი 1), რაც 1,296,696.12 ლარით ანუ 21.45%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე.
2011 წლის შემოსავლების ზრდის მიუხედავათ, 82,631.18 ლარით ანუ 1.42%-ით ნაკლებია კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 5,805,500.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 5,722,868.82 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2011 წლის ფაქტიური მონაცემებით, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები. კერძოდ:
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2011 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 161,765.43 ლარი, რაც 5,965.43 ლარით ანუ 3.83%-ით მეტია 2011 წლის კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული ხარჯიდან 91,343.85 ლარი შეადგენს მოხმარებული ბენზინის საწვავის ხარჯს, ხოლო 12,376.60 ლარი მოხმარებული დიზელის საწვავის ხარჯს. კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯმა შეადგინა-50,544.98 ლარი, ხოლო 7,500.00 ლარი შეადგინა ავტომანქანების რეცხვის ხარჯმა. ხარჯვითი ნაწილის ფაქტიური ზრდა გამოიწვია, საწვავზე ფასების ცვალებადობამ, კომისიის საქმიანიბის საჭიროებისათვის რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მუდმივმა და რეგულარულმა მიმოსვლამ, მონიტორინგის ჯგუფის სამივლინებო გასვლებმა და შესაბამისად, განხორციელებული საქმიანობის შედეგად დაზიანებულმა ფოლკსვაგენ ტრანსპორტიორის კაპიტალური რემონტის ხარჯმა, რომელმაც 2011 წელს შეადგინა-15,365.34 ლარი;
სხვა საერთო ხარჯების მუხლმა 2011 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა-179,098.99 ლარი, რაც 63,602.81 ლარით ნაკლებია 2010 წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე და 39,098.99 ლარით ანუ 27.93%-ით მეტია 2011 წლის კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული გადახარჯვა გამოწვეულია: კომისიის მიერ სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 8,172.00 ლარი; შენობის დაცვის ხარჯებით – 66,000.00 ლარი; კონდიციონერების მომსახურებისა და რემონტის ფაქტიური ხარჯებით - 2,800.00 ლარი; სატენდერო მასალების გამოქვეყნების ხარჯებით - 1,050.00 ლარი; კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების სადაზღვევო ხარჯებით - 9,128.46 ლარი; სანიტარული მომსახურების და დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯებით - 1,812.60 ლარი; სხვა საგადასახადო ხარჯებით - 3,525.14 ლარი; სამეურნეო ხარჯებით - 14,176.18 ლარი; სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა და სხვ.) შეადგინა 31,174.21 ლარი; კომპიუტერულ-პროგრამულმა ხარჯებმა შეადგინა - 600.00 ლარი; სადაზღვევო-სამედიცინო ხარჯებმა (2011 წლის მაისამდე) - 13,555.86 ლარი; ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებმა შეადგინა - 25,304.54 ლარი და კომისიის შენობაში განთავსებული ლიფტის წლიური მომსახურების ხარჯმა შეადგინა - 1,800.00 ლარი;
მივლინების წლიურმა ხარჯებმა, ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 120,000.00 ლარისა, შეადგინა 204,491.91 ლარი. აღნიშნული თანხა 84,491.91 ლარით ანუ 70.41%-თ მეტია შესაბამის პერიოდში კომისიის ბიუჯეტით დადგენილ მაჩვენებელზე. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია: კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიურმა დაფინანსებამ, რომელთაგან ძირითადად აღსანიშნავია მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ: მივლინება მაუწყებლობისა და ელექტროკომუნიკაციების სფეროში მოქმედ მარეგულირებელ ორგანოებში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ევროპული ტენდეციების გაცნობის მიზნით სამუშაო ვიზიტები, სხვადსხვა ქვეყნების მარეგულირებელი სისტემის წარმომადგენლებთან მოწყობილი შეხვედრების დროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებისათვის სამუშაო ვიზიტები, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ გამართულ კონფერენციებზე დასწრების, ”GSMA“ მსოფლიო კონგრესზე დასწრების, რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციის (WRC-12) მე-2 მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობის, რადიოსიხშირული სპექტრის მართვის შემსწავლელი ჯგუფის (WG FM) სხდომაზე დასწრების, China Telecom-თან და Huawei-სთან სამუშაო შეხვედრებზე დასწრების, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრებში მონაწილეობის მიღების, მობილური ფართოზოლოვანი ქსელების ფორუმზე დასწრების, ნომრის პორტაბელურობისადმი მიძღვნილ ვორქშოპზე დასწრების, ევროკომისიისა და ესპანეთის მარეგულირებლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილების მიღების, LTE მსოფლიო სამიტზე მონაწილეობის, ”ფართოზოლოვანი ტექნოლოგიები ყველასათვის” სემინარებში მონაწილეობის, ნომრის პორტაბელურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მარეგულირებელი სისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და კონფერენციებზე დასწრების, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ გამართული ახალი გენერაციის ქსელების გლობალური სტანდარტების ინიციატივის (NGN-GSI) შეხვედრებზე დასწრების, ევროპის ტელეკომუნიკაციების ინვესტირების მე-8 ყოველწლიურ ფორუმზე დასწრების, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით მივლინებები, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მივლინებები, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდა ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების სალიცენზიო პირობების და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციას და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას;
წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2011 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 20,000.00 ლარისა, შეადგინა 20,488.63 ლარი, რაც 488.63 ლარით ანუ 2.44%-თ მეტია კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია, წარმომადგენლობითი ხარჯების განაცემებზე, საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე საბიუჯეტო ანარიცხების დამატებამ;
გადახარჯვაა აგრეთვე შრომის ანაზღაურების წლიურ ფაქტიურ ხარჯებში, რომელმაც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების წლიური, ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 4,414,083,84 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 397,383,84 ლარით მეტი შეადგინა. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ;
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 180,000.00 ლარისა, მთლიანობაში შეადგინა - 189,380.10 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე 9,380.10 ლარით მეტი. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან, ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 43,346.83 ლარი; წყლის ხარჯმა - 7,553.20 ლარი; ბუნებრივი აირის ხარჯმა - 16,532.25 ლარი, ხოლო კომუნიკაციის ხარჯმა (ინტერნრტით სარგებლობის ხარჯის ჩათვლით) - 121,947.82 ლარი;
ამავე დროს, 2011 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში წლის განმავლობაში, ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:
სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა - 263,362,73 ლარი ანუ კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე 536,637.27 ლარით ნაკლები.
საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების წლიურმა დანახარჯებმა შეადგინა - 47,908.71 ლარი ანუ დაგეგმილზე 91.29 (0.19%-ით) ლარით ნაკლები. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 19,156,35 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 10,997.96 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 3,492.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ხარჯებმა – 14,262.40 ლარი;
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლით, 2011 წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 24,633.81 ლარი, რაც 366.19 ლარით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე;
კომისიის საჭიროებისათვის, ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 196,132.97 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 3,867.03 ლარით ანუ 1.93%-ით ნაკლებია;
კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით, მიუხედავად კომისიის 2011 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, რომელზეც გამოყოფილი იყო 60,000.00 ლარი, 2011 წლის ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა- 1,192.00 ლარი;
ეკონომიაა აგრეთვე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2011 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები:
რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები-------7,341,696.12 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------------5,526,735.85 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები---------- 196,132.97 ლარი;
3. დამტკიცდეს 2011 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 1,618,827.30 ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა და ავტორიზებულ პირთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ “რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა ან/და ავტორიზებულ პირთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.;№6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
