წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 344 / 8

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2012

მიღების თარიღი მაისი 11, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 6 აპრილის №279/8  გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4676 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან (გადამცემის განთავსების ადგილი – წმინდა ლუკას ქუჩა) – ქ. ქუთაისში: შპს „სატელიტსერვისის“ (ჭავჭავაძის პრ. №59), შპს „ბეტა ტვ“–ს (თამარ მეფის ქ. №22), ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ (რ. თაბუკაშვილის ქ. №157ა) და შპს „ერას“ (რუსთაველის ქ. №37) განთავსების ადგილებამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,236.00 (ერთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 23 აპრილი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2012 წლის 11 მაისი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 62.00 (სამოცდაორი ლარი).

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში  განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა ტვ“–მ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა კომისიის 2012 წლის 11 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ“–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ნანი თოშხუა.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა ტვ“–ს, უფლებამოსილმა პირმა ნანი თოშხუამ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 1,236.00 (ერთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი)  ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 62.00 (სამოცდაორი ლარი) ლარის საერთო ოდენობის -  1,298.00 (ერთი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი ლარი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა ტვ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №279/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,298.00 (ერთი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი ლარი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „მეგა ტვ“–მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 389.40 (სამას ოთხმოცდაცხრა ლარს და ორმოც თეთრს) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 123.60 (ას ოცდასამი ლარი და სამოცი თეთრი)  ლარი ანუ 265.80 (ორას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2012 წლის 11 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300293402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 908.60 (ცხრაასრვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (მ. ნინუა) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ“–სთვის ჩაბარებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები