წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 346 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2012

მიღების თარიღი მაისი 11, 2012

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ შპს ”მეგა ტვ”-მ  (რეგისტრირებული ხონის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 ოქტომბრის №58/4-21 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით №30, 12.10.11 (რეგისტრაციის № 6/4441-11, 12.10.11) ქ.ქუთაისში არსებული, შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო სტუდიის მისამართის (მდებარეობის) შეცვლის  საჭიროებიდან გამომდინარე, ქ.ხონში განთავსებულ სატელევიზიო გადამცემამდე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მოქმედი რადიოსარელეო ხაზის კონფიგურაციის შეცვლის მიზნით, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

      რადიოსარელეო ხაზის საჭირო კონფიგურაცია და სტუდიის მისამართი ქ.ქუთაისში,  შპს ”მეგა ტვ”-ის მიერ დაზუსტებულ იქნა განცხადებაში №05, 14.02.12  (რეგისტაციის №7/105,-12,14.02.12).

     კომისია აღნიშნავს,  რომ   შპს  ”მეგა ტვ”  ფლობს  კერძო  მაუწყებლობის    № B74  ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2021წლის 31 დეკემბრამდე) და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესაბამისად,  კერძო   საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებს მე-2 სატელევიზიო არხზე, 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში.      

   კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ქ.ქუთაისში, შპს  ”მეგა ტვ”-ის სტუდიის ახალი მისამართიდან (რუსთაველის ქ. №37) ქ. ხონში მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე რადიოხილვადობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ შუალედური სადგურის  გამოყენებით,  რომლის განლაგების ადგილად   შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შპს  ”მეგა ტვ”-ის მიერ სავარაუდოდ შერჩეული ადგილი, სოფ. გუმბრა, წმინდა ლუკას ქუჩა (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), რაც მონიტორინგის გამსვლელი ჯგუფის მიერ იქნა დადასტურებული და ეცნობა შპს  ”მეგა ტვ”-ის მიმდინარე წლის 25 იანვარს წერილით №06/199-12.

      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებით შპს  ”მეგა ტვ”-ის, როგორც საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეები დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.  გამომდინარე იქიდან, რომ შპს  ”მეგა ტვ”-ის  სატელევიზიო სტუდიის მისამართის ცვლილება იწვევს შპს  ”მეგა ტვ”-ის სარგებლობაში არსებული რადიოსარელეო ხაზის ახალი კონფიგურაციით აგებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13  გადაწყვეტილებაში  შევიდეს   ცვლილება და შპს  ”მეგა ტვ”-ის მიენიჭოს რადიოსიხშირები:   1045მჰც±14მჰც,  ქ. ქუთაისში, მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის;  4648მჰც±14მჰც, ამავე ქალაქში მდებარე სტუდიიდან (რუსთაველის ქ. №37),  სოფ. გუმბრაში, წმინდა ლუკას ქუჩაზე მდებარე შუალედურ რადიოსარელეო სადგურამდე და  4430მჰც ±14მჰც,  სოფ. გუმბრაში,  წმინდა  ლუკას ქუჩაზე  მდებარე შუალედურ რადიოსარელეო  სადგურიდან,   ქ. ხონში   მდებარე  ტელემაუწყებლობის გადამცემამდე  (თავისუფლების მოედანი №2) მაუწყებლობის სიგნალის მისაყვანად, რადიოსარელეო ხაზის   ფუნქციონირებისთვის. 

      საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შევიდეს ცვლილება კომისიის  2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.  მიენიჭოს  შპს   ”მეგა ტვ”-ის    რადიოსიხშირეები:    1045მჰც±14მჰც,  ქ. ქუთაისში, მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის,  4648მჰც±14მჰც, ქ.ქუთაისში მდებარე სტუდიიდან (რუსთაველის ქ. №37),  სოფ. გუმბრაში, წმინდა ლუკას ქუჩაზე მდებარე შუალედურ რადიოსარელეო სადგურამდე და  4430მჰც ±14მჰც,  სოფ. გუმბრაში,  წმინდა  ლუკას ქუჩაზე  მდებარე    შუალედურ რადიოსარელეო სადგურიდან, ქ. ხონში მდებარე შპს   ”მეგა ტვ”-ის    სატელევიზიო გადამცემამდე (თავისუფლების მოედანი №2)   მაუწყებლობის  სიგნალის მისაყვანად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, არაკიომერციული მიზნით   № B74 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);”

2.  აღირიცხოს შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის     შპს ”მეგა ტვ”-ისთვის  ჩაბარებისთანავე. 

        კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი.ჩიქოვანი

        კომისიის    წევრი                                                                                                               ს.ბრიტანჩუკი

        კომისიის    წევრი                                                                                                               კ.კვიტაიშვილი

       კომისიის    წევრი                                                                                                                ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები