შპს ”ქე-ლე”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 16 მარტის № 206/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანი
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2012
მიღების თარიღი მაისი 11, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ქე-ლე”-მ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216451970) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/265-12, 19.04.12) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 16 მარტის N 206/7 გადაწყვეტილებით შპს ”ქე-ლე”-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 208 ნებართვა და მიენიჭა 424.950 მჰც სიხშირე ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით. მინიჭებული სიხშირე არ შეესაბამება შპს ”ქე-ლე”-ს მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”ქე-ლე”-მ მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ქე-ლე”-სთვის ქ. რუსთავში მინიჭებული 424.950 მჰც სიხშირის შეცვლა 413.250 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს ”ქე-ლე”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2012 წლის 16 მარტის № 206/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს შპს „ქე-ლე”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 208 ნებართვა და მიენიჭოს 413.250 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”
2. აღირიცხოს შპს ”ქე-ლე”-სთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ქე-ლე”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
