წვდომის მენიუ

შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 362 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2012

მიღების თარიღი მაისი 18, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალმა” კომისიას  მიმართა  განცხადებით (რეგისტრირებული №7/304-12, 08.05.12), ქ.საგარეჯოში მდებარე  სატელევიზიო სტუდიიდან (დ.აღმაშენებლის ქ. №30) სატელევიზიო გადამცემამდე (ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №7), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 12გჰც ÷ 13გჰც სიხშირულ დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ.საგარეჯოში  34-ე სატელევიზიო არხზე,  100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალს” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.საგარეჯოში,  დ.აღმაშენებლიის ქ. №30-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან,  ქ.საგარეჯოში  (კახეთის გზატკეცილი №7) განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.საგარეჯო, დ.აღმაშენებლის ქ. №30), სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №7)  მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მოთხოვნილ (12გჰც ÷ 13გჰც) სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 12331მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია,  სტუდიიდან (ქ.საგარეჯო, დ.აღმაშენებლის ქ. №3),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №7)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალს” რადიოსიხშირე,  12331მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან  (ქ.საგარეჯო, დ.აღმაშენებლის ქ. №30), სატელევიზიო გადამცემამდე (ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №7) მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B68 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);

2.  აღირიცხოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ტელე-რადიო კომპანია ”თვალისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                               ი.მოსეშვილი                                                                          

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები