შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2012
მიღების თარიღი მაისი 18, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრირებული №6/2202-12, 27.04.12), ქ.ზესტაფონში მდებარე სტუდიიდან (ზაპოროჟიეს ქ. №1) სატელევიზიო და რადიო გადამცემებამდე (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორია), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით ტელერადიო მაუწყებლობის სიგნალების მიწოდებისთვის, 7გჰც ÷ 8გჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგო“
ფლობს კერძო მაუწყებლობის №B38 და №B39 ლიცენზიებს (მოქმედების ვადა 31.12.2021) კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და რადიომაუწყებლობაზე და სალიცენზიო პირობების შესაბამისად ახორციელებს ტელემაუწყებლობას ქ.ზესტაფონში მე-9 სატელევიზიო არხზე, 30 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და რადიომაუწყებლობას ქ.ზესტაფონში და მიმდებარე სოფლებში 102.0 მჰც სიხშირეზე 250 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოს“ რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის №B38 და №B39 ლიცენზიების სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქ. №1-ში მდებარე სტუდიიდან, ქ.ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებულ სატელევიზიო და რადიო გადამცემებამდე რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით ტელერადიო მაუწყებლობის სიგნალების მიწოდებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედებების ვადით.
კომისიის მიერ, შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოსთვის“
სტუდიიდან (ქ.ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ. №1), სატელევიზიო და რადიო გადამცემებამდე (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ტერიტორია) ტელერადიო მაუწყებლობის სიგნალების მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მოთხოვნილ (7გჰც ÷ 8გჰც) სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 7820მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია, სტუდიიდან (ქ.ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ.№1), სატელევიზიო და რადიო გადამცემებამდე (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ტერიტორია) ტელერადიო მაუწყებლობის სიგნალების მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოს“ რადიოსიხშირე, 7820მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სტუდიიდან (ქ.ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ. №1), სატელევიზიო და რადიო გადამცემებამდე (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ტერიტორია) ტელერადიო მაუწყებლობის სიგნალების მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის №B38 და №B39 ლიცენზიების მოქმედებების ვადით (ვადა 31.12.2021);
2. აღირიცხოს შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოსთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოსთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია „არგოსთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი