წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 09 დეკემბრის №744/15 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 371 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2012

მიღების თარიღი მაისი 25, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 09 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №744/15, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილის და გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველ პუნქტში ციფრების ”903 000 001-დან 903 000 011-ის” ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს - ”903 001 001-დან 903 001 011-ის”და შემდგომ როგორც ტექსტშია.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2011 წლის 09 დეკემბრის №744/15 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა  და სამოტივაციო ნაწილში (მე-5 აბზაცი) და გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველ პუნქტში ციფრები ”903 000 001-დან 903 000 011-ის ჩათვლით (ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ერთიდან ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი-ერთის ჩათვლით)” შეიცვალოს ციფრებით ”903 001 001-დან 903 001 011-ის ჩათვლით (ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ერთი-ნული-ნული-ერთიდან ცხრა-ნული-სამი-ნული-ნული-ერთი-ნული-ერთი-ერთის ჩათვლით)” და შემდგომ როგორც ტექსტშია;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა, ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები