წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის № B 97 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 372 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2012

მიღების თარიღი მაისი 25, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აფხაზეთი TV“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №7/329-12, 21.05.2012წ.) კერძო მაუწყებლობის № B97  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით; კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს შპს „აფხაზეთი TV”-ს ლიკვიდაციის პროცესი და აღნიშნული მოტივით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც დადასტურებულია განცხადებაზე თანდართული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან (18.04.2012) და ამავე დროს კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტის მონაცემებით) ითხოვს კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიის გაუქმებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 მარტის №106/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”აფხაზეთი ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 05.03.2018), შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ერთი გადამცემი სადგურის (ზუგდიდი, ურთას მთა, მაგთის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სატელვი-ზიო არხი

(სიხშირე)

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

აზიმუტი (გრად.)

გადამცემ-ის სიმძლ.

(ვტ)

ანტენის გაძლიერ კოეფიციენ.

გეოგრაფ. კოორდინ-

ატები

სიმაღლე მ/ ზედაპირი-დან(±10მ)

ზუგდიდი,

ურთის მთა, მაგთის ანძა

03

(76-84 მჰც)

H

მიმართული

3150

2000

არაუმეტეს

14 დბ

N 42°24 48.4"

E 041°49 5.8"

40

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აფხაზეთი TV”-ს  კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აფხაზეთი TV”-ს  კერძო მაუწყებლობის № B97 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 5 მარტის №106/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის  22 ივნისს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”აფხაზეთი ტვ”-სთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები