სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2012
მიღების თარიღი მაისი 25, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/303-12, 08/05/2012) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”სილქნეტი” ითხოვს ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და თელავის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ქარელის, გარდაბნის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, თერჯოლის, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის არასრული ბლოკების შევსებას ნუმერაციის თავისუფალი რესურსით (სულ 4658 სააბონენტო ნომერი).
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, მართლზომიერად ფლობს:
ა) ქ. თბილისში (995 32 XXXXXXX) - 310 799 სააბონენტო ნომერს;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტში (995 350 XXXXXX) – 12529 სააბონენტო ნომერს;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (995 359 XXXXXX) – 1049 სააბონენტო ნომერი;
დ) ადიგენის მუნიციპალიტეტში (995 366 XXXXXX) – 1723 სააბონენტო ნომერს;
ე) ქარელის მუნიციპალიტეტში (995 369 XXXXXX) – 1401 სააბონენტო ნომერს;
ვ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში (995 372 XXXXXX) – 2568 სააბონენტო ნომერს;
ზ) აბაშის მუნიციპალიტეტში (995 412 XXXXXX) – 1295 სააბონენტო ნომერს;
თ) ხობის მუნიციპალიტეტში (995 414 XXXXXX) – 1084 სააბონენტო ნომერს;
ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (995 415 XXXXXX) – 5681 სააბონენტო ნომერს;
კ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (995 436 XXXXXX) – 2808 სააბონენტო ნომერს;
ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტში (995 491 XXXXXX) – 1221 სააბონენტო ნომერს;
მ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (995 361 XXXXXX) – 2909 სააბონენტო ნომერს;
ნ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (995 362 XXXXXX) – 3448 სააბონენტო ნომერს;
ო) ახალციხის მუნიციპალიტეტში (995 365 XXXXXX) – 3901 სააბონენტო ნომერს;
პ) ქ. ბათუმში (995 422 XXXXXX) – 33 125 სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა - გეოგრაფიული ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC - 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 465.90 ლარის (0,1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N23 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 4658 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (995 XXXXXXXXX) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა:
1. ქ. თბილისი (995 32 XXXXXXX) - 361 სააბონენტო ნომერი;
2. თელავის მუნიციპალიტეტი (995 350 XXXXXX) – 179 სააბონენტო ნომერი;
3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (995 359 XXXXXX) – 145 სააბონენტო ნომერი;
4. ადიგენის მუნიციპალიტეტი (995 366 XXXXXX) – 99 სააბონენტო ნომერი;
5. ქარელის მუნიციპალიტეტი (995 369 XXXXXX) – 309 სააბონენტო ნომერი;
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტი (995 372 XXXXXX) – 36 სააბონენტო ნომერი;
7. აბაშის მუნიციპალიტეტი (995 412 XXXXXX) – 234 სააბონენტო ნომერი;
8. ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 XXXXXX) – 390 სააბონენტო ნომერი;
9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (995 415 XXXXXX) – 967 სააბონენტო ნომერი;
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (995 436 XXXXXX) –161 სააბონენტო ნომერი;
11. თერჯოლის მუნიციპალიტეტი (995 491 XXXXXX) – 225 სააბონენტო ნომერი;
12. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (995 361 XXXXXX) – 55 სააბონენტო ნომერი;
13. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (995 362 XXXXXX) – 102 სააბონენტო ნომერი;
14. ახალციხის მუნიციპალიტეტი (995 365 XXXXXX) – 270 სააბონენტო ნომერი;
15. ქ. ბათუმი (995 422 XXXXXX) – 1125 სააბონენტო ნომერი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. ეცნობოს სს „სილქნეტს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
