საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2012
მიღების თარიღი ივნისი 01, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2011 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი საჯარო განხილვა შედგა 2012 წლის 1 ივნისს კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2011 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;
2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2011 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;
3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის 2011 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფრომაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს. ბრიტანჩუკი
ი. მოსეშვილი
ა. სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
