წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 391 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 08, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 08 ივნისის №38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 08 ივნისის №38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები