წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 400 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 08, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 მაისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2330-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს „მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 8 მაისის განცხადებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს „მაგთიკომსა“ და “Sapphire Media International BV”-ს შორის 2012 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2015)  სამაუწყებლო არხ “Hustler TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Broadcasting Limited”-ს შორის 2011 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “JimJam”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ) შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Broadcasting Limited”-ს შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “Extreme Sports Channel”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

დ) შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Management Limited”-ს შორის 2011 წლის 1 ნოემბერს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “Food Network Channel”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ე) შპს „მაგთიკომსა“ და “Sparrowhawk International Channels Limited”-ს შორის 2012 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–31.12.2014) სამაუწყებლო არხების “Diva Universal”, “Syfy Universal” და “Universal Channel” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ვ) შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Универсал Дистрибьюшн”-ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.2011–01.10.2014)  სამაუწყებლო არხ „MGM Channel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ზ) შპს „მაგთიკომსა“ და “Eurosport SA”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014) სამაუწყებლო არხების “Eurosport”, “Eurosport 2” და “Eurosport HD” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

თ) შპს „მაგთიკომსა“ და “NGC Europe Limited”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel”, “National Geographic Channel  HD” და “National Geographic Wild” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ი) შპს „მაგთიკომსა“ და “FOX international Channels Luxembourg Sarl. Zollikon Branch”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხების “FOX Life” და “FOX Crime” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კ) შპს „მაგთიკომსა“ და “Baby Network Limited”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ “Baby TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ლ) შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Сигнал”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ “Моя Планета”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

მ) შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Сигнал”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2015, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ “Наука”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ნ) შპს „მაგთიკომსა“ და “Euronews SA-ს შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ „Euronews“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 8 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2330-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 8 მაისის განცხადება (№6/2330-12) ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Sapphire Media International BV”-ს შორის 2012 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2015) სამაუწყებლო არხ “Hustler TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Broadcasting Limited”-ს შორის 2011 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “JimJam”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

გ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Broadcasting Limited”-ს შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “Extreme Sports Channel”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

დ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Zonemedia Management Limited”-ს შორის 2011 წლის 1 ნოემბერს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.2011–31.12.2014)  სამაუწყებლო არხ “Food Network Channel”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ე) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Sparrowhawk International Channels Limited”-ს შორის 2012 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–31.12.2014) სამაუწყებლო არხების “Diva Universal”, “Syfy Universal” და “Universal Channel” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ვ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Универсал Дистрибьюшн”-ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.2011–01.10.2014)  სამაუწყებლო არხ „MGM Channel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ზ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Eurosport SA”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014) სამაუწყებლო არხების “Eurosport”, “Eurosport 2” და “Eurosport HD” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

თ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “NGC Europe Limited”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “National Geographic Channel”, “National Geographic Channel HD” და “National Geographic Wild” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ი) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “FOX international Channels Luxembourg Sarl. Zollikon Branch”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხების “FOX Life” და “FOX Crime” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

კ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Baby Network Limited”-ს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხ “Baby TV”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ლ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Сигнал”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ “Моя Планета”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

მ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ООО “Сигнал”-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2015, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ “Наука”–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ნ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და “Euronews SA-ს შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით)  სამაუწყებლო არხ „Euronews“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად;

2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები