შპს ტელეკომპანია „დიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012
მიღების თარიღი ივნისი 08, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 1 მაისის №326/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ტელეკომპანია ”დია”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ტელეკომპანია ”დიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1,258.80 (ერთი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის 30%-ს - 377.64 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთის) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 119.88 (ას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარი ანუ 257.76 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2012 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”დიას” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 257.76 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი და წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ტელეკომპანია ”დიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F88 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11594 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბის ანძა) – ქ. გორში ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია „კოსმოსის“ სტუდიამდე (ქ. გორი, ამილახვრის ქ. №26); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 8 ივნისამდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
დ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 881.16 (რვაასო თხმოცდაერთი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300433402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 881.16 (რვაასო თხმოცდაერთი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
73.43 ლარი - 2012 წლის 08 ივლისამდე;
73.43 ლარი - 2012 წლის 08 აგვისტომდე;
73.43 ლარი - 2012 წლის 08 სექტემბრამდე;
73.43 ლარი - 2012 წლის 08 ოქტომბრამდე;
73.43 ლარი - 2012 წლის 08 ნოემბრამდე;
73.43 ლარი - 2012 წლის 08 დეკემბრამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 იანვრამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 თებერვლამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 მარტამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 აპრილამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 მაისამდე;
73.43 ლარი - 2013 წლის 08 ივნისამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „დიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა გ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი