საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012
მიღების თარიღი ივნისი 15, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №39 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ბ) „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის N259/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
2. კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №39 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
