საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012
მიღების თარიღი ივნისი 15, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.4. სპეციალისტი - 7 – 10 – 70”;
ბ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1.560.00-ით;
2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №2);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
