წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 422 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012

მიღების თარიღი ივნისი 15, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 11 მაისის №344/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”–ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1,298.00 (ერთი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი ლარი) ლარის 30%-ს - 389.40 (სამას ოთხმოცდაცხრა ლარს და ორმოც თეთრს) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 123.60 (ას ოცდასამი ლარი და სამოცი თეთრი)  ლარი ანუ 265.80 (ორას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2012 წლის 11 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”–ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 265.80 (ორას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი და წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F89 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4676 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან (გადამცემის განთავსების ადგილი – წმინდა ლუკას ქუჩა) – ქ. ქუთაისში: შპს „სატელიტსერვისის“ (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №59), შპს „ბეტა ტვ“–ს (მისამართი: თამარ მეფის ქ. №22), ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ (მისამართი: რ. თაბუკაშვილის ქ. №157ა) და შპს „ერას“ (მისამართი: შ. რუსთაველის ქ. №37) განთავსების ადგილებამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 15 ივნისამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

დ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 908.60 (ცხრაას რვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300293402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 908.60 (ცხრაას რვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 ივლისამდე;

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 აგვისტომდე;

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 სექტემბრამდე;

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 ოქტომბრამდე;

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 ნოემბრამდე;

75.71 ლარი    -   2012 წლის 15 დეკემბრამდე;

75.71 ლარი    -   2013 წლის 15 იანვრამდე;

75.71 ლარი    -   2013 წლის 15 თებერვლამდე;

75.71 ლარი    -   2013 წლის 15 მარტამდე;

75.71 ლარი   -    2013 წლის 15 აპრილამდე;

75.71 ლარი    -   2013 წლის 15 მაისამდე;

75.79 ლარი    -   2013 წლის 15 ივნისამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“–სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა გ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები