წვდომის მენიუ

„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის

ნომერი: 423 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2012

მიღების თარიღი ივნისი 15, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად (რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 6 ივნისს), მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განხორციელება (გარდა რადიოსიხშირული სპექტრით და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) ექვემდებარება ავტორიზაციას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია სალიცენზიო ან/და ავტორიზაციის განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

„მაუწყებლობის შესაბებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისობის დეკლარაცია; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემები და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი ითვალისწინებს მაუწყებლის ვალდებულებას, ყოველწლიურად, საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 31 მაისის N259/22 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცდა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა; გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში, ლიცენზიასთან ერთად გათვალისწინებულია ავტორიზაცია და კანონი ითვალისწინებს ავტორიზაციის მსურველი ან/და ავტორიზებული პირების მიერ, კომისიაში შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კომისიის 2012 წლის 31 მაისის N259/22 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებულ შესაბამისობის დეკლარაციის ფორმაში.

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371, 451 და 61-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი  შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 31 მაისის N259/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი  შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი ან/და ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის მიერ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (დანართი N1);“

2. კომისიის 2011 წლის 31 მაისის N259/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) შესაბამისობის დეკლარაციის განთავსება კომისიის ვებ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს (ი.ხარებავა; გ.რატიშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                  ი. მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები