კერძო მაუწყებლობის № B97 ლიცენზიის გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 5 მარტის N106/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2012
მიღების თარიღი ივნისი 22, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აფხაზეთი TV“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №7/329-12, 21.05.2012წ.) კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით; კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს შპს „აფხაზეთი TV”-ს ლიკვიდაციის პროცესი და აღნიშნული მოტივით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც დადასტურებულია განცხადებაზე თანდართული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან (18.04.2012) და ამავე დროს კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტის მონაცემებით) ითხოვს კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიის გაუქმებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 მარტის №106/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”აფხაზეთი ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 05.03.2018), შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ერთი გადამცემი სადგურის (ზუგდიდი, ურთას მთა, მაგთის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სატელვი-ზიო არხი (სიხშირე) |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება აზიმუტი (გრად.) |
გადამცემ-ის სიმძლ. (ვტ) |
ანტენის გაძლიერ კოეფიციენ. |
გეოგრაფ. კოორდინ- ატები |
სიმაღლე მ/ ზედაპირი-დან(±10მ) |
|
ზუგდიდი, ურთის მთა, მაგთის ანძა |
03 (76-84 მჰც) |
H |
მიმართული 3150 |
2000 |
არაუმეტეს 14 დბ |
N 42°24 48.4" E 041°49 5.8" |
40 |
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 25 მაისის N372/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აფხაზეთი TV”-ს კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 22 ივნისს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტება, რომ შპს „აფხაზეთი TV”-ს, კომისიის 2008 წლის 5 მარტის N106/1 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ერიცხება საქართველოს ცენტრალურ სალიცენზიო ბიუჯეტის მიმართ სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 27,726.30 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს, კომისია არ არის უფლებამოსილი, უარი უთხრას შპს „აფხაზეთი TV”-ს ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „შპს ”აფხაზეთი TV”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 5 მარტის №106/ 1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „აფხაზეთი TV“-ს კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო; ამავე დროს, შპს „აფხაზეთი TV“-მ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 27,726.30 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) დაფარვა.
კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული, შპს „აფხაზეთი TV“-ს საგადასახადო ვალდებულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა აღრიცხოს შპს „აფხაზეთი TV“, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „აფხაზეთი TV”-ს მოთხოვნა, გაუქმდეს შპს ”აფხაზეთი TV”-ს კერძო მაუწყებლობის №B97 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 5 მარტის №106/1 გადაწყვეტილება;
2. უზრუნველყოს შპს „აფხაზეთი TV“-მ სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების 27,726.30 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) დაუყოვნებლივ გადახდა, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900;
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300343062;
3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შპს „აფხაზეთი TV“-ს საგადასახადო ვალდებულის - 27,726.30 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის შესახებ;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აფხაზეთი-TV“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „აფხაზეთი-TV”-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
