წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 425 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012

მიღების თარიღი ივნისი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №40 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს ტელეკომპანია “პიკის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს. ე.ასანიძე);

2. კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №40 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

                             კომისიის წევრი 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები